მოლარე-ოპერატორი

აღწერა

"მეგატექნიკა" უკვე 27 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით. "მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა. "მეგატექნიკა" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება. "მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლებში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების, პროდუქციის გადაადგილებისა და სხვა ელექტრონული ოპერაციების შესრულება; ** მიღებული შეკვეთების 1C პროგრამაში გატარება; ** ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა; ** ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, განვადების/გადარიცხვით ანგარიშსწორებისას შესაბამისი პროცედურების დაცვა; ** პროდუქციის უკან დაბრუნებისას ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** საგარანტიო ხელშეკრულების გამოწერა; ** ფილიალში შემოსული ელ.ფოსტის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი (ბათუმი)" მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


მეგატექნიკა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო