აღწერა

რესტორნების ქსელი "ლეგატო" დაარსდა 2012 წელს. "ლეგატოს" ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ჯანსაღი საუზმე, სადილის მრავალფეროვანი მენიუ, უსაფუარო, დაბალკალორიული პურ-ფუნთუშეული, ფრანგული ნამცხვრები, სადღესასწაულო ტორტები და იტალიური სამზარეულოს შედევრები. "ლეგატო" არის რესტორანი, რომელიც იძლევა ხარისხის გარანტიას.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „ლეგატო“ ხსნის განსხვავებული კონცეფციის ქართულ-ევროპული (შერეული) სამზარეულოს რესტორანს და აცხადებს ვაკანციას მზარეულის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5.
სამუშაოს ხანგრძლივობა: მოქნილი გრაფიკი, ცვლები.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად- განიხილება ინდივიდუალურად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • მარაგების ეფექტურად გამოყენება;
  • პროდუქტის შენახვა/დასაწყობება სტანდარტების მიხედვით
  • პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტად ჩაითვლება ევროპული სამზარეულოს მიმართულება);
  • სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 579274767. აუცილებელია, რომ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლ-ექსპედიტორი
მზარეული 1
თბილისი 1550₾ დედლაინი: 1 დღეში

ხაბაზი/პურის მცხობელი
მზარეული 1
თბილისი 1300₾-1600₾ დედლაინი: 1 დღეში

მზარეული
Gino Paradise
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

მზარეული
სასტუმრო Passport
თბილისი 1200₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


საკონდიტრო ლეგატო
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო