აღწერა
რესტორნების ქსელი "ლეგატო" დაარსდა 2012 წელს. "ლეგატოს" ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ჯანსაღი საუზმე, სადილის მრავალფეროვანი მენიუ, უსაფუარო, დაბალკალორიული პურ-ფუნთუშეული, ფრანგული ნამცხვრები, სადღესასწაულო ტორტები და იტალიური სამზარეულოს შედევრები. "ლეგატო" არის რესტორანი, რომელიც იძლევა ხარისხის გარანტიას.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „ლეგატო“ ხსნის განსხვავებული კონცეფციის ქართულ-ევროპული (შერეული) სამზარეულოს რესტორანს და აცხადებს ვაკანციას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5.
სამუშაოს ხანგრძლივობა: მოქნილი გრაფიკი, ცვლები.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად- განიხილება ინდივიდუალურად.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
გამოცდილება სავალდებულო არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 579274767. აუცილებელია, რომ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!