აღწერა

რესტორნების ქსელი "ლეგატო" დაარსდა 2012 წელს. "ლეგატოს" ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ჯანსაღი საუზმე, სადილის მრავალფეროვანი მენიუ, უსაფუარო, დაბალკალორიული პურ-ფუნთუშეული, ფრანგული ნამცხვრები, სადღესასწაულო ტორტები და იტალიური სამზარეულოს შედევრები. "ლეგატო" არის რესტორანი, რომელიც იძლევა ხარისხის გარანტიას.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „ლეგატო“ ხსნის განსხვავებული კონცეფციის ქართულ-ევროპული (შერეული) სამზარეულოს რესტორანს და აცხადებს ვაკანციას მცხობელის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5.
სამუშაოს ხანგრძლივობა: მოქნილი გრაფიკი, ცვლები.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად- განიხილება ინდივიდუალურად.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
  • ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის ფორმირება-გამოცხობა;
  • პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
  • შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 579274767.
აუცილებელია, რომ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მცხობელი
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
თბილისი დედლაინი: 6 საათის წინ

მცხობელი
Honoré
თბილისი 1700₾-1900₾ დედლაინი: 17 საათში

მცხობელი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

ხაჭაპურის მცხობელი
ფასანაური
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


საკონდიტრო ლეგატო
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო