აღწერა
რესტორნების ქსელი "ლეგატო" დაარსდა 2012 წელს. "ლეგატოს" ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ჯანსაღი საუზმე, სადილის მრავალფეროვანი მენიუ, უსაფუარო, დაბალკალორიული პურ-ფუნთუშეული, ფრანგული ნამცხვრები, სადღესასწაულო ტორტები და იტალიური სამზარეულოს შედევრები. "ლეგატო" არის რესტორანი, რომელიც იძლევა ხარისხის გარანტიას.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „
ლეგატო“ ხსნის განსხვავებული კონცეფციის ქართულ-ევროპული (შერეული) სამზარეულოს რესტორანს და აცხადებს ვაკანციას
მეხინკლის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5.
სამუშაოს ხანგრძლივობა: მოქნილი გრაფიკი, ცვლები.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად - განიხილება ინდივიდუალურად.
ძირითადი მოვალეობები:
- ხინკლის დამზადება სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით;
- სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია მეხინკლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 579274767.
აუცილებელია, რომ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!