სოცმედიის/ PR მენეჯერი

აღწერა

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო დაარსდა 2020 წლის 1 იანვარს. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ ინდუსტრიულ, სამშენებლო და სამომხმარებლო პროდუქტებზე, რათა საქართველოს ბაზარზე განთავსდეს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. თანამდებობის დასახელება - სოცმედიის/ PR მენეჯერი. ფუნქცია- მოვალეობები: ** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მართვა; ** სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება სოციალური მედია პლატფორმებისა და ვებგვერდისთვის; ** ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება; ** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებგვერდი, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება; ** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, პიარის ან სოციალური მედიის მიმართულებით; ** სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, მეტყველება და წერა); ** Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint); ** სავალდებულოა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** სავალდებულოა აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** კრეატიულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა. ანაზღაურება: 1800 - 2000 ლარი (NET) ადგილმდებარეობა: ჩარგლის ქუჩა №67, თბილისი სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი) სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოგზავნონ მეილზე: [email protected] რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31/07/2024. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

ანაზღაურება


1,800₾ -2,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო