ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

"მედი" ეს არის საერთაშორისო კლინიკათა ქსელი ესთეტიკური ინოვაციების მიმართულებით, მისი ფილიალები წარმოდგენილია საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში. კლინიკა მედის პრიორიტეტები: ** საუკეთესო მომსახურება ** კვალიფიციური ექიმები ** უახლესი ტექნოლოგიები ** მუდმივი განვითარება ** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: ** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა. ** განაკვეთი: 6 საათიანი, 09:00 სთ-15:00 სთ/15:00 სთ-21:00 სთ. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის პირთან; ** პოტენციური პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის ექიმთან; ** პოტენციური პაციენტისთვის კლინიკა მედის სერვისის შეთავაზება/გაყიდვა; ** გაყიდვებში აქტიური ჩართულობა; ** პოტენციურ პაციენტებთან ბაზების წარმოება და მართვა; ** კლინიკის შიდა პროდუქტის უმაღლეს დონეზე ცოდნა; ** უფროსი ადმინისტრატორის დავალებით კლინიკა მედის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირება; ** პაციენტებთან ფეისბუქის ონლაინ ჩათის მეშვეობით კომუნიკაცია; ** პაციენტისთვის პროდუქციის და სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** ჩათის საშუალებით პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა. ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად; ძირითადი მოთხოვნები: ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** გამართული საუბრის უნარი; ** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო (გამართულად) დონეზე. საქმიანი თვისებები: ** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** კრიტიკული აზროვნება. ** ორგანიზებულობა; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით, გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 15 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: ** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; ** გასაუბრება ეიჩარ რეკრუტერთან და მომსახურების ხარისხის დეპარტამენტის უფროსთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ექიმის თანაშემწე
Medical House
თბილისი 600₾ დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


კლინიკა მედი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო