ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აღწერა

"საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე. კომპანიის შესახებ: შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 78 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება სტანდარტის დაცვით; ** პრობლემებზე დროულად რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; ** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება; უნარები: ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა; ** აქტიურობა, სისხარტე; ** ორგანიზებულობა; ** აკურატულობა. მოთხოვნები: ** ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე; ** პროგრამები: კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დამატებითი სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** FitPass ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო სპეციფიკურია, კანდიდატს არ მოეთხოვება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრენინგს. თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების მენეჯერი
საგა იმპექსი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


საგა იმპექსი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო