რეგისტრატორი

აღწერა

"მეგალაბი" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას. "მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა. ძირითადი მოვალეობები: ** კონტრაქტორი დაწესებულებებიდან საანალიზო მასალის მიღება/შენახვა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად; ** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია; ** საანალიზო მასალის სინჯარების სორტირება; ** დაზიანებული საანალიზო მასალების უარყოფა კრიტერიუმების მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** საანალიზო მასალების მიმღებ განყოფილებაში ტემპერატურის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტემპერატურის დასარეგულირებლად შესაბამისი სამსახურის ჩართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პირობები: ** სამუშო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ; ** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ქავთარაძის #23; ** ანაზღაურება: 1 სთ 6.2 ლ (Gross) განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივლისი, 2024 წ. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. "მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
კლინიკა ნეოლაბი
თბილისი 400₾ დედლაინი: 1 დღეში

რეგისტრატორი
Medical House
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მეგალაბი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო