აღწერა

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 14:00 მდე ანაზღაურება - 1000 ლარი ძირითადი ფუნქციები: ** პაციენტების რეგისტრაცია; ** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; ** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; ** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; ** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება/სტუდენტი; ** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა ** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები ** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი". მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
კლინიკა ნეოლაბი
თბილისი 400₾ დედლაინი: 1 დღეში

რეგისტრატორი
Medical House
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო