ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების ოპერატორი

აღწერა

კომპანია "მერკური" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. კომპანია "მერკური" წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 1995 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: აბელ ენუქიძის N7 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:30 (შესაძლებელია ჰიბრიდული რეჟიმი) ანაზღაურება: 1200-1500 ლარი ფუნქცია მოვალეობები: ** ლოჯისტიკური პროცესის მუდმივი მართვა (რაც გამოიხატება მძღოლებთან, ოპერატორებთან კონტაქტში). ** ხელფასების, დანამატების, ჯარიმების, არაგეგმური სამუშაოების აღრიცხვა და ხელფასების უწყისების მომზადებისას მათი ასახვა. ** საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია; ** სასაწყობე ინვენტარის, ხელსაწყოების და მოწყობილობების შესყიდვა. ** მთლიანი სამსახურის თანამშრომლების საწვავის ხარჯვის კონტროლი ჯიპიესების საშუალებით, მათი სამივლინებო საწვავის განსაზღვრა. ** არაკომერციული შესყიდვების განხორციელება მთლიანი სამსახურისთვის: საკანცელარიო საქონელი, სახარჯი მასალები, სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფა (ვიდეო კამერები, საოფისე ავეჯი, სალაროს აპარატები, მობ.ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა, მათი რემონტი და ა.შ.). ** სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა და კონტროლი (თბილისში და რეგიონებში), წიგნის თაროებით და საგაზეთო სტენდებით ობიექტების უზრუნველყოფა, მათი დამზადება და რემონტი. ** გათბობის და კონდიცირების სისტემების და მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ** დერატიზაცია-დეზინფექციის პროცედურის ჩატარების დაგეგმარება და უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** Excel-ის ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: [email protected]. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების ოპერატორი აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოჯისტიკის მენეჯერი
მერკური
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლ-დისტრიბუტორი
ქებული კლიმატი
თბილისი 1000₾-120050₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მერკური

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო