აღწერა
წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2023 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.
თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე!
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ფუნქცია მოვალეობები:
(ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის)
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.
უნარები:
** მოტივირებული;
** მოწესრიგებულობა.
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** კომუნიკაბელური, ენერგიული.
** ორგანიზებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ განვითარებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას (სურვილისა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებას);
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია. |