ბუღალტრის დამხმარე

აღწერა

წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2023 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან. თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე! სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 1500 ლარი; ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ფუნქცია მოვალეობები: (ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის) ** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა; ** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა; ** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა; ** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან; ** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა. ** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა; ** სალარო ნაშთების კონტროლი; ** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა; ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა; ** სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა. ** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა. უნარები: ** მოტივირებული; ** მოწესრიგებულობა. ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); ** კომუნიკაბელური, ენერგიული. ** ორგანიზებული; ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერულ განვითარებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კვებას; ** სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას (სურვილისა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებას); ** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტრის დამხმარე
ფარმინგ ქონსთრაქშენ
თბილისი 1000₾ დედლაინი: 5 დღეში

ბუღალტრის დამხმარე
მეგობრობა
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
ნიუ მოტორსი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


საბუდარა

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო