ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი

აღწერა

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. "ვივო მედიქალ ჯგუფი" წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელშიც შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობა ორიენტირებული ჯანდაცვასა და მასთან დაკავშირებულ სერვისებთან. ჰოლდინგი მოიცავს თბილისში ლოკალიზებულ შემდეგ წამყვან სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა და სხვება უფრო მცირე ზომის ორგანიზაციები. სათაო ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. #1; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე; ანაზღაურება: 2000 ლარიდან (NET), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად. ფუნქცია/მოვალეობები: ** ყოველთვიური ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალის, ბალანსის, ფულის მოძრაობის ანგარიშგებები); ** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტის მომზადება; ** ყოველთვიური კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; ** კვარტლური ფინანსური შედეგების პრეზენტაციის მომზადება PPT-ში; ** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა; ** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა; ** შუალედური და წლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა; ** სხვა სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა (რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება); ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები; ** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით; ** კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** IFRS სტანდარტების ცოდნა; ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** Microsoft PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]. სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


VIVO Medical Group

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო