საკრედიტო ოფიცერი

აღწერა

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital+" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital+" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. "Express Capital+" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი - თბილისი. ფუნქციები და მოვალეობები: ** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; ** კლიენტების მოძიება და მოზიდვა; ** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება; ** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა; ** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა; ** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა; ** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით; ** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით; ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** გამართული მეტყველება; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); ** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი; ** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში; ** სისხარტე მუშაობაში; ** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00 სთ, შაბათი: 10:00 - 14:00 სთ ** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე. ** ანაზღაურება: 1000 ლარი + მოქნილი ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად ** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში. ** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] P.S. განაცხადი არ განიხილება თუ: 1. არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი; 2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საკრედიტო ოფიცერი
ექსპრეს კაპიტალი +
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

საკრედიტო ოფიცერი
ბერმელი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Express Capital+

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო