კონსულტანტი

აღწერა

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ ფილიალში: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 37 სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 15:00-24:00 ** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (ურთიერთშეთანხმებით) ** ანაზღაურება: ფიქსირებული 850₾+ ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ. ** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში. ** წონის პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. ** წონის პროდუქციის განსათავსებელ ადგილას (საკუთარ სექციაში) წესრიგისა და სისუფთავის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე) ** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40. გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დარბაზის ადმინისტრატორი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 16 საათის წინ

კომპანია


ზღაპარი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო