გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი. "ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ; სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00 დასვენების დღე: შაბათი-კვირა ანაზღაურება: 950 net + ბონუსი. როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. მოვალეობები: ** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია; ** კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა; ** ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება; ** მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი; ** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა; მოთხოვნები: ** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ვენგო ჯგუფი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო