აღწერა
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: 950 net + ბონუსი. როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა;
** ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
** მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი;
** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;
მოთხოვნები:
** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის! |