ლოჯისტიკის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: 9:00 - 18:00 (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: 2500 ლარი; ფუნქცია-მოვალეობები: ** ლოჯისტიკის მიმართულების სრული პროცესების მართვა; ** სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში; ** ლოგისტიკის დეპარტამენტის დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მართვა და კონტროლი; ** ბიზნესის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის მიზნით; ** ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია; ** პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის პროცესში ჩართული პროცესების ზედამხედველობა; ** ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი; ** კომპანიის ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მართვა/მონიტორინგი; ** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; ** ყოველდღიური ანგარიშებისა და საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; საჭირო უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებისადმი ორიენტირებულობა; ** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ვესტ ინვესტი

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო