უმცროსი იურისტი

აღწერა

„პაბინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა/ანალიზი;
  • სასამართლოში წარმომადგენლობა კომპანიის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; PowerPoint; MS Outlook-მომხმარებლის დონეზე);
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანზების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი იურისტი
გვირილა რითეილი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


პაბ ინვესტი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო