უფროსი მედდა-ექთანი

აღწერა

გახდი დავინჩის გუნდის წევრი! შენ აქ დაგხვდება: ** საქმიანი, მეგობრული და თბილი გარემო; ** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო; "სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის/მედდის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილიზაციის პროცესის ყველა ეტაპის სრული დაცვა; ** სასტერილიზაციო მასალის დროული მიწოდების და სტერილური მასალის დროული შევსების კონტროლი; ** მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება; ** ასეპტიკა ანტისეპტიკის წესების დაცვა; ** დენტალური რენტგენის გადაღების პროცესის მართვა და დოკუმენტაციის წარმოება; ** ექიმის ასისტირება საჭიროების შემთხვევაში; ** სამედიცინო ნარჩენების მართვა; ** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სამედიცინო/ჯანდაცვის ფაკულტეტი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა; ** ეთიკის ნორმების დაცვა როგორც პაციენტებთან, ისე დასაქმებულ პერსონალთან სუბორდინაციის გათვალისწინებით; პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; (40 სთ) - სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 800 ლ. ** გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე; ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ო. ჭილაძის 166 კორპუსი 10. ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა. (მეტრო სადგურ "სამედიცინოს" მიმდებარე ტერიტორიაზე). დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უფროსი მედდა". მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უფროსი ბუღალტერ-ოპერატორი
ვაკო მოტორსი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო