კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერი

აღწერა

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს. შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი, #23ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება) ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + საბონუსე ანაზღაურება გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი) ფუნქცია - მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა; ** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მომსახურების სრულყოფა და გრძელვადიანი ურთიერთობების ფორმირება; ** კორპორატიული კლიენტების პორტფელის გაზრდაზე ზრუნვა; ** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი და არსებული კორპორატიულ მომხმარებელთა ბაზის მოძიება და ანალიტიკა ** ბაზრის ანალიზი: ინფორმირებულობა ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების აქტივობებისა და ბაზრის განვითარების შესახებ ** კორპორატიული გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობა; ** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, მათი მოთხოვნების შესწავლა და კორპორატიული შეთავაზებების შემუშავება; ** ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა, კონტრაქტისა და გადახდების ვადების კონტროლი; ** პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან; ** მომხმარებლებთან სერვისის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ** საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება. ცოდნა: ** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე ** Excel - რეპორტინგისთვის საჭირო დონე. უნარები და შესაძლებლობები: ** ეფექტური და დახვეწილი კომუნიკაციის უნარი ** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი ** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა ** მიზან მიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა ** სტრესულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ** ანალიზის უნარი ** გუნდში მუშაობის უნარი ** მოლაპარაკების წარმოების უნარი. ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** FitPass (კორპ. პირობებით) ** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით) ** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კრიალა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


სქაიტელი

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო