კლიენტთა მომსახურების ჯგუფის მენეჯერი

აღწერა

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1500-1800 ლარი) სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი. ბელიაშვილის ქ. სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ-პარას. 10:00 -18:00 შაბათი :10:00-15:00) ძირითადი მოვალეობები: ** საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალიზებული გუნდის მართვა და მხარდაჭერა; ** ახალი თანამშრომლების მოძიება/შერჩევის პროცესში ჩართულობა და გუნდში ინტეგრირების ხელშეწყობა; ** ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში ასახული აქტივობების მონიტორინგი; ** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით; ** გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის; ** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Office - ის ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: [email protected] გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Auto Home

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო