"წმ. მიქაელის ჰოსპიტალი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებას. კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, პაციენტზე ორიენტირებული პერსონალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
"წმ. მიქაელის ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. რეგისტრატორი დღის 24 სთ მორიგეობა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი, ჟვანიას ქ. 15
სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი 09:00 დან 18:00 მდე შაბათ-კვირას დასვენება
ანაზღაურება: დღის 1250 ლარი, მორიგე 125 ლარი 24 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში შემოსული პაციენტების მიღება, დარეგისტრირება
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა/რეგისტრაცია
** პაციენტების აღრიცხვა პროგრამაში
** პაციენტებისა და მათი ახლობლებისათვის არსებულ აქციებზე/სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება
** პაციენტების ინფორმირება გადახდასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებლებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდურობა
2. ექთანი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი, ჟვანიას ქ. 15
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
ანაზღაურება: საათობრივი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა. შ)
** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან
** ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** გულისხმიერება
3. ექთნის დამხმარე საოპერაციო ბლოკში
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი, ჟვანიას ქ. 15
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
ანაზღაურება: საათობრივი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საოპერაციო ბლოკში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სტანდარტების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის სრული/არასრული განათლება
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიტუაციის სწორად შეფასების/რეაგირების უნარი
4. სანიტარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი, ჟვანიას ქ. 15
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
ანაზღაურება: საათობრივი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კლინიკაში სისუფთავის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სტანდარტების შესაბამისად
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა
** კოლეგიალობა
** დისციპლინირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** გადამზადების პროგრამებს, ტრენინგ-კურსებს, რომლებიც მიმართულია პერსონალის როგორც პროფესიულ ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე
** კორპორატიულ ნომერს
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected], [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.