გახდი დავინჩის გუნდის წევრი!
შენ აქ დაგხვდება:
** საქმიანი, მეგობრული და თბილი გარემო;
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო;
"სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის-რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ზარების განხორციელება და ზარების პასუხი;
** პაციენტებისგან თანხის მიღება მომსახურების ღირებულების შესაბამისად;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი);
** სამუშაო გამოცდილება სასურველია მსგავს პოზიციაზე;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** ეთიკის ნორმების დაცვა როგორც პაციენტებთან, ისე დასაქმებულ პერსონალთან სუბორდინაციის გათვალისწინებით;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; (40 სთ) - სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 700 ლ;
** გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ო. ჭილაძის 166 კორპუსი 10. ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა. (მეტრო სადგურ "სამედიცინოს" მიმდებარე ტერიტორიაზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი-რეგისტრატორი".
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!