დამკვირვებელი

აღწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) დაფინანსებული პროგრამის "საარჩევნო პროცესების მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. დამკვირვებლის მოვალეობები: ** ორგანიზაციის ეგიდით დააკვირდეს უშალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს; ** უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების შესრულების ეფექტური მონიტორინგი; ** საარჩევნო უბანზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია PMMG-ის ცენტრალურ ოფისს; ** საარჩევნო უბანზე გამოვლენილი პროცედურული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ეფექტური რეაგირება და მოამზადოს საჩივარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ან მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტი; ** უპირატესობა მიენიჭებათ საარჩევნო სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს; ** საარჩევნო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა (სასურველია); ** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სომხური, აზერბაიჯანული ან/და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ** აუცილებელი პირობაა: ანდროიდის ან/და IOS ბაზაზე მომუშავე სმარტფონის ქონა !!! ყურადღება! მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს არაპარტიული, მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და არ წარმოადგენდეს/გამოხატავდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს. პირობები: ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამკვირვებელთა ტრანსპორტირებას, კვებას, საკომუნიკაციო ხარჯებს, ასევე დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი არჩევნების დღეზე დაკვირვებისათვის. გარდა ამისა, შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ 2-დღიანი ტრენინგი (თბილისში ან ქალაქგარეთ), დამკვირვებლის უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] წერილის სათაურში მიუთითეთ: 2024 EMP საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 ივლისს 18:00 საათი. კანდიდატები შეირჩევიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე. PMMG დაუკავშირდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი საკუთარი მანქანით
რან დელივერი
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

მძღოლი
StarLine Georgia
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


მრავალეროვანი საქართველო
დედლაინი
21 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო