აღწერა
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
** ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი ;
** სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
** სახმელეთო, გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადების კონტროლი;
** ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე;
** საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
** საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის.
** ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად.
** გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა.
** განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის
** საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების იმპორტისას.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! |