ბუღალტრის თანაშემწე

აღწერა

კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
  • სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა,დაარქივება;
  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
  • დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
  • კომპანიის თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
  • რეპორტინგი მთავარ ბუღალტერთან, ფინანსურ დირექტორთან, გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელთან და კომერციულ დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის/ხარისხი ეკონომიკის სფეროში
  • ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • საბუღალტრო პროგრამების (ეფემჯი) ცოდნა და მუშაობის უნარი;
  • MS Office-ის და ექსელის კარგი ცოდნა ;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია
თბილისი 1300₾-1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


დეკა დეველოპმენტ
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო