ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

კომპანია "Klein Tools Georgia" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თაობაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაცია: ** განაკვეთი-სრული, 10:00-19:00 ** ოფისი მდებარეობს თბილისში, საბურთალო. ** ანაზღაურება: (ფიქსირებული და ბონუსი) 1500 ლარი + გვესაჭიროება კადრი, რომელსაც აქვს: ** ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე ** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი ** დროის მართვის უნარი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება ** დაინტერესებულ მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა ** მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება; ** კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია არ ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება ** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი ** უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი ** მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით ** შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ - "ქოლცენტრის ოპერატორი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Klein Tools Georgia

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო