ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

აღწერა

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე. ოფისის ადგილმდებაროება: თბილისი (დიღმის რაიონი) კომპანიის შესახებ: სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" ბაზრის ლიდერი კომპანიაა ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისებისა და პროდუქციის მიწოდებაში. ჯგუფში შედის საცალო მაღაზიათა ქსელი (თბილისსა და რეგიონებში), ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკის კლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი. კომპანიაში 120-ზე მეტი თანამშრომელია. ვაკანსიის მიმოხილვა: ჩვენ ვეძებთ ინიციატივიან პროფესიონალს, ლიდერს, რომელმაც უნდა შეიმუშაოს კომპანიის HR სტრატეგია, ჩამოაყალიბოს HR დეპარტამენტი და გადამწყვეტი როლი შეასრულოს ჩვენი გუნდის განვითარებასა და ჩართულობის გაძლიერებაში. HR მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ** HR დეპარტამენტის სტრუქტურის შემუშავება ** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, მათ შორის ტრენინგების საჭიროების გამოვლენა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა ** სამოტივაციო სისტემების რევიზია, სამოტივაცო პროგრამების შექმნა / განახლება ** წლიური და კვარტალური ბიუჯეტების შემუშავება და მართვა ** კადრების რეკრუტირების და შერჩევის პროცესის მართვა ** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციის და დათხოვნის პროცესების შემუშავება და მართვა ** კორპორაციელი კულტურის დონის შეფასება / განვითარება ** HR სოფტის განვითარება, საჭიროების შემთხვევაში დანერგვა ** შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ** რეგულარული ანგარიშგების უზრუნველყოფა ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა ამოცანების შესრულება, პოზიციის შინაარსის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება) ** 3+ წლის საქმიანობის გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე (გამოცდილება სამედიცინო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად) ** შრომის კანონმდებლობის, საუკეთესო პრაქტიკების და სასამართლო პრაქტიკების ზედმიწევნით ცოდნა ** ადამიანურ რესურსთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა ** ლიდერობა, ძლიერი ორგანიზაციული უნარები ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურობა, ემოციური ინტელექტი, დროის მართვის უნარი, რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი რას გთავაზობთ: ** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ, დინამიურ, დარგის ლიდერ კომპანიაში ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას ** შესანიშნავ სამუშაო გარემოს დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 15 ივნისამდე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ გაითვალისწინოთ, შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
მადარტი
თბილისი 1800₾-2300₾ დედლაინი: 2 კვირაში

HR მენეჯერი
მეტალ ჯორჯია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ახალი ხედვა
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო