HR სპეციალისტი

აღწერა

საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, "ჯი თი სი" ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი თანამშრომლის მიღების დროს შესაბამისი პროცედურის მართვა; ** ახალი თანამშრომლის რეგისტრაცია SELF-ის აღრიცხვის სისტემებში; ** თანამშრომელთა სახელშეკრულებო ვადების კონტროლი, ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ადმინისტრირება; ** თანამშრომელთა შვებულება/ბიულეტენი/თავისუფალი დღეების ადმინისტრირება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა (დოკუმენტურად და ელექტრონულად) და მათი პერსონალური ინფორმაციის მუდმივი განახლება self-ის პროგრამაში; ** თანამშრომელთა სხვა ბენეფიტების მართვა; ** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება, ტესტირება); ** ტრენინგებისა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; ** კომპანიის საერთო დოკუმენტების ფაილის (Share Folder) მუდმივი განახლება/ მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; ** აუცილებელია HR პროგრამა SELF -ში მუშაობის გამოცდილება; ** შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი; ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი; სახელფასო ბიუჯეტი: ხელზე ასაღები 2000 ლარი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, უფასო სასაუბრო დრო დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


GTC
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო