აღწერა

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00; ანაზღაურება: 770 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი). ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ; ** პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად; ** პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი; ** დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა. ** სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ; ** პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას; ** სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა; ** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** თავაზიანობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
კლინიკა ნეოლაბი
თბილისი 400₾ დედლაინი: 1 დღეში

რეგისტრატორი
Medical House
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ანაზღაურება


770₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო