აღწერა
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
ანაზღაურება: 770 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი).
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
** პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად;
** პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
** დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა.
** სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
** პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
** სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. |