უსაფრთხოების ოფიცერი

აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS TBILISI აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
  • ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
  • პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
  • პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
  • ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
  • სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


რუმს ჰოტელს ლაბი
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო