აღწერა
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე (შაბათ-კვირა)
"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას.
კომპანია წარმოდგენილია 4 ფილიალით და ონლაინ მაღაზიით: https://photocenter.ge/ მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
** სტაჟირება: 2 კვირა (არაანაზღაურებადი)
** სამუშაო დრო: შაბათ-კვირა, 10:00-19:00, შესვენება 1 საათი, თვეში 8 დღე
** ანაზღაურება: 500 ლ (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, ზარებიდან შეკვეთების აღება, მონიტორინგი
** სოციალური ქსელების: Facebook, Instagram, Tik Tok მართვა და მონიტორინგი - მომხმარებლებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია: კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში
ჩატებიდან შეკვეთების აღება/გაფორმება და მონიტორინგი
** კომპანიის ვებსაიტზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტისა, შეთავაზებებისა და ფასების სრულფასოვანი ცოდნა.
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (საკურიერო კომპანია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გრამატიკულად სწორად მეტყველების და წერის უნარი.
** მალთითასქინგის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების: მიმატება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა, პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა, სანტიმეტრის მეტრში გადაყვანა და პირიქით სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას! |