მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე (შაბათ-კვირა) "ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. კომპანია წარმოდგენილია 4 ფილიალით და ონლაინ მაღაზიით: https://photocenter.ge/ მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით. კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063 ** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/ ** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7 ** სტაჟირება: 2 კვირა (არაანაზღაურებადი) ** სამუშაო დრო: შაბათ-კვირა, 10:00-19:00, შესვენება 1 საათი, თვეში 8 დღე ** ანაზღაურება: 500 ლ (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, ზარებიდან შეკვეთების აღება, მონიტორინგი ** სოციალური ქსელების: Facebook, Instagram, Tik Tok მართვა და მონიტორინგი - მომხმარებლებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია: კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში ჩატებიდან შეკვეთების აღება/გაფორმება და მონიტორინგი ** კომპანიის ვებსაიტზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტისა, შეთავაზებებისა და ფასების სრულფასოვანი ცოდნა. ** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (საკურიერო კომპანია) საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გრამატიკულად სწორად მეტყველების და წერის უნარი. ** მალთითასქინგის უნარი ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ** ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების: მიმატება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა, პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა, სანტიმეტრის მეტრში გადაყვანა და პირიქით სრულყოფილი ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ფოტოცენტრი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო