მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

"Palais des Thes" არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში. მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. "Palais des Thes" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო ან ჭავჭავაძე. ** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება. ** ანაზღაურება: პირველი თვე 750 ლარი. ** მეორე თვე 800 ლარი. ** მესამე თვე 850 ლარი პლუს ბონუსები. ** კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება. ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები/თვისებები. ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა. ** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება. ** მომსახურების ხარისხზე ორიენტირება. ** გუნდური მუშაობის უნარი. მოვალეობები: ** ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა. ** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება. ** სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა. ** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი. შერჩევის ეტაპები: ** გასაუბრება ** გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი (სტაჟირება ანაზღაურებადია) დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დამხმარე მზარეული
გალერი პალასი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Palais des Thés Georgia

ანაზღაურება


750₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო