აღწერა
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
- კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
- პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
- საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
- შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
- გადარიცხვების წარმოება;
- შედარების აქტების დამზადება;
- დავალიანების მართვა;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!