ფარმაცევტის თანაშემწე

აღწერა

აფთიაქი "მიკო" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე. თუ დაინტერესდებით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ დეტალურად წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ ქვემოხსენებული ინფორმაცია. ჩვენ ვართ კერძო უბნის აფთიაქი და აქედან გამომდინარე გვაქვს თბილი და ოჯახური დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის და ჩვენს მომხმარებლებთან. ამგვარი გარემო გვაძლევს საშუალებას მყუდრო გარემოში შევასწავლოთ მსურველებს ფარმაციის პროფესია. სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს განათლება ან სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში მაგრამ სავალდებულო არ არის. ჩვენ ადგილზე შევასწავლით სტაჟიორებს მათთვის საჭირო ინფორმაციას და უნარ-ჩვევებს. მთავარია სტაჟიორი იყოს მონდომებული და ცოცხალი, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, ჰქონდეს პასუხისმგებლობის შეგრძნება. ფარმაცევტის თანაშემწეს ევალება: ** მედიკამენტების და პარაფარმაციის მოძიება და მოტანა სალაროსთან ** მოსული საქონლის მიბარება და დალაგება ** მომხმარებლის კონსულტაცია, გაყიდული საქონლის აღწერა ** აფთიაქში წესრიგის შენარჩუნება ** შემდეგ შევასწავლით პროგრამასთან მუშაობას სამუშაო განრიგი: აფთიაქი მუშაობს ყოველდღე 9:00-23:00, ეს დრო იყოფა ორ ცვლად 9:00-4:00 და 4:00-23:00. საღამოს ცვლაში მუშაობა აუცილებელია, მარტო დილის ცვლა სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი. დასვენების დღეები და ცვლები ნაწილდება მონაცვლეობით თანამშრომლებს შორის შეთანხმების საფუძველზე. შესაძლებელია არასრული გრაფიკით მუშაობაც კვირაში 3-4 ცვლის აღებით რაც ხელმისაწვდომს ხდის მუშაობას სტუდენტებისთვის, დედებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის. ასევე შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება. ხელფასი ანგარიშდება შესრულებული ცვლების მიხედვით, რამდენ ცვლასაც შეასრულებს თანამშრომელი ხელფასსაც შესაბამისს აიღებს: 300-500 ლარი. სტაჟირების პერიოდი გრძელდება იქამდე სანამ სტაჟიორი ბოლომდე შეისწავლის მისთვის საჭირო ინფორმაციას და მოვალეობებს. აფთიაქი მდებარეობს ხუდადოვის N99 (ლოტკინის პოლიციის მოპირდაპირე მხარეს). ამ მისამართზე ვაგზლიდან ამოდის მარშუტკა და რამდენიმე ავტობუსი, ღრმაღელის მეტროდან (თემქა/ზღვის გავლით) ავტობუსი. გთხოვთ გაითვალისწინოთ აფთიაქის ადგილმდებარეობა და ტრანსპორტირების საკითხი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: [email protected] ან ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/spsmiko/ განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ივლისი

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფარმაცევტი
მედფარმა პლუსი
თბილისი 1200₾-1300₾ დედლაინი: 3 კვირაში

ფარმაცევტ-ოპერატორი
მედფარმა პლუსი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ფარმაცევტი
კავკასიის მედიცინის ცენტრი
თბილისი 112500₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


აფთიაქი მიკო

ანაზღაურება


300₾ -500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო