აღწერა
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისში.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპით (კვირაში არა უმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: თვეში 1000 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
სამუშაო აღწერილობა:
** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვები;
** საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია.
გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ "ექსპერტ-შემფასებელი") ან მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/hv2kyj60e43j4jj5?src=jobs.ge
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს! |