აღწერა
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 6/1.
ანაზღაურება: 3500 ლარი (net);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
** ბიუჯეტის შედგენა;
** დანახარჯების კონტროლი;
** რესტორნის მართვა;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება დაქვემდებარებულთათვის, სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** თანამშრომლების ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
** სტუმრებზე ორიენტირებულობა;
** რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი;
** პერსონალის მართვა;
** შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
** სასმლისა და საკვების რაოდენობის კონტროლი;
** მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
** წარმატების მისაღწევად გუნდისთვის მოტივაციის შექმნა;
** გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება;
** სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და სასტუმროს გენერალური მენეჯერისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected], ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს! |