კურიერი საკუთარი ავტომობილით

აღწერა

კომპანია "IZI BOX" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კურიერის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით. "IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით. "IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://izibox.ge/ ძირითადი პირობები: ** დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა; ** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 14:00-23:00 სთ; ** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი, ჯამურად 1500-2500 ლარი; ** საწვავის ანაზღაურებას უზრუნველყოფს კომპანია; ** მობილურზე სასაუბრო ულიმიტო პაკეტი. ძირითადი მოთხოვნები: ** საკუთარი ავტომობილი! ** მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი! (არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება) ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა; ** ლოიალობა და სერვისულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და მოქნილობა. ძირითადი მოვალეობები: ** საკურიერო მომსახურების გაწევა - ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა; ** საწყობიდან მომხმარებლების მისამართებზე ამანათების მიტანა ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი საკუთარი ავტომობილით
სმარტ ექსპრესი
თბილისი 1400₾-1800₾ დედლაინი: 4 დღეში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
Delivo
თბილისი 1800₾ დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
იზივეი
თბილისი 50₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Izi Box

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო