სტაჟირება მარკეტინგის გუნდში

აღწერა

თუ დაინტერესებული ხარ მარკეტინგით და გსურს შეუერთდე განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ გუნდს,
მაშინ თვალი გადაავლე კომპანია ნუტრიმაქსის მიერ გამოცხადებულ სტაჟირებას მარკეტინგის გუნდში.

რას გააკეთებ?
  • კონკურენტული ბაზრის აუდიტი ტრენდების შესწავლის და ინსაითების ჩამოყალიბების მიზნით
  • სოციალური მედიის, ბლოგებისა და ნიუსლეთერების კონტენტის შექმნის მხარდაჭერა / გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა
  • სოციალური მედია არხების მხარდაჭერა მომხმარებლებთან კომუნიკაციაში ჩართულობის გზით
  • კომპანიის ვებ გვერდზე და სხვა ციფრულ პლატფორმებზე კონტენტის განახლება
  • ღონისძიებების, ვებინარების, სხვა მარკეტინგული ინიციატივების ორგანიზების მხარდაჭერა
  • მარკეტინგული პროექტების მხარდაჭერა

ჩვენ გეძებთ, თუ თვლი, რომ გაქვს:
  • სწავლისა და განვითარების სურვილი
  • განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით
  • ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • კრეატიული აზროვნებისა და საკითხის გადაწყვეტის უნარი
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი
  • ცნობიერება ციფრული მარკეტინგისა და სოციალური არხების მიმართულებით
  • საკომუნიკაციო უნარი ინგლისურ ენაზე

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაძლებლობა
  • მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები
  • კვება და ტრანსპორტირება

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზემო ფონიჭალა / ჰიბრიდული
სამუშაო დრო: კვირაში 3-5 დღე
ანაზღაურება: 700 - 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: [email protected] , 2024 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

ვინ ვართ ჩვენ?
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.
კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

ჩვენ შესახებ ინფორმაცია იხილე ბმულზე:
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სტაჟირება მარკეტინგის გუნდში
ნუტრიმაქსი
თბილისი 700₾-1000₾ დედლაინი: 4 დღეში

სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მადარტი
თბილისი 700₾ დედლაინი: 2 კვირაში

კონტენტ-კრეატორი
რეინვესტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 4 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
მადარტი
თბილისი 1000₾-1300₾ დედლაინი: 4 კვირაში

შეკვეთების გამშვები ოპერატორი
მადარტი
თბილისი 1000₾-1400₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ნუტრიმაქსი

ანაზღაურება


700₾ -1,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო