საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"ზუმერის" ისტორია ერთადერთი ფილიალით 2009 წელს დაიწყო. მაშინ ზუმერს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის მიმართულება ჰქონდა, დიდი იმედები და უფრო დიადი გეგმები. დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალს და ყველაზე მსხვილ B2C პლატფორმას ვაერთიანებთ. ტექნოლოგიური პროგრესის ნათელი მხარეების, ცნობისმოყვარეობის ძალის და სულსწრაფობის გვჯერა. უკვე 14 წელია ტექნიკას ჩავკირკიტებთ, ახალ გაჯეტებთან ვურთიერთობთ და ტექნოლოგიების ყველაზე აუთვისებელ სივრცეებსაც ვიკვლევთ. მისია უცვლელია - გვინდა, ადამიანებს სიახლეებთან ფეხის აწყობასა და ტექნიკის მოშინაურებაში დავეხმაროთ. კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის 64. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5 დღე კვირაში) ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის საწყობში დასაწყობება; ** ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა ან/და ჩამოტვირთვა; ** საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა. ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გთავაზობთ: ** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; ** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; ** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები; ** კორპორაციულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა) პიროვნული მახასიათებლები: ** ენერგიული; ** ყურადღებიანი; ** პუნქტუალური; ** დისციპლინირებული; დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე [email protected] გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. წარმატებას გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

აღრიცხვის ოპერატორი/მოლარე
ზუმერი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
ზუმერი
თბილისი 850₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ზუმერი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო