ლოჯისტიკის მენეჯერი

აღწერა

საკონსულტაციო კომპანია "IK კონსალტინგი", პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოჯისტიკის მენეჯერი. ადგილმდებარეობა - თბილისი სფერო - მშენებლობა ხელფასი: ხელზე ასაღები 3000 ლარი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 ივლისი, 2024 პოზიციის ძირითადი სამუშაო მოვალეობა: ** ორგანიზაციის ლოჯისტიკის მიმართულების სრული პროცესების მართვა; ** შეფერხებებისა და დანაკარგების აცილების უზრუნველსაყოფად, საქონლის შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის, განბაჟების პროცესების ეფექტური დაგეგმვა და მართვა; ** ეფექტური საკომუნიკაციო არხების და შესყიდვების პროცედურების გამოყენება საქონლის დროულად მოწოდების უზრუნველსაყოფად; ** მომხმარებლებსა და მომწოდებლებს შორის კომერციული კავშირების დამყარების ხელშეწყობა; ** საქონლის გადამზიდავებთან დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში ჩართვა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით; ** ორგანიზაციის შიგნით რესურსებისა და საქონლის მოძრაობის კოორდინაცია შესყიდვიდან მიწოდებამდე, საწყობებში ან მითითებულ დანიშნულებამდე (DAP); ** ბიზნესის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის მიზნით; ** პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის პროცესში ჩართული პროცესების ზედამხედველობა; ** წარმოების გრაფიკის, ასევე, კონკრეტული საქონლის შენახვის და გადაზიდვის კოორდინაცია; ** ყიდვისა და დისტრიბუციის დავალებების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესებისა და მეთოდების დაცვა; ** მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და პერსონალთან კომუნიკაცია, შესაბამისი დოკუმენტების და ინვენტარის შეკვეთების მომზადება, ასევე, მიწოდების გრაფიკთან და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობა; ** შემომავალი და გამავალი გადაზიდვის გრაფიკის დადგენა და ზედამხედველობა; საჭიროებისამებრ, პროგრესის ანგარიშების მომზადება; ** შესყიდვების ფაილების, მათ შორის, ყველა იმ დოკუმენტაციის შენახვა, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას მომწოდებლებთან დაკავშირებით; ** იმპორტის ინვოისების გადახდის კონტროლი. პროფორმა ინვოისებისა და კომერციული ინვოისების შედარება 1C ERP სისტემაში ნებისმიერი საჭირო კორექტირების შესასრულებლად. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე უნარები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** პუნქტუალურობა ** სხარტი აზროვნება ** ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. წარმატებას გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოჯისტიკის მენეჯერი
Caucas Transport Solutions
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

ლოჯისტიკის/დისპეჩ მენეჯერი
Indigo Cars
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

ლოჯისტიკის/დისპეჩ მენეჯერი აშშ-ში
IndigoCars
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


IK კონსალტინგი

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო