აღწერა
რესტორანი "სუშიკო", ფალიაშვილის 35, აცხადებს მოლარე-ადმინისტრატორის ვაკანსიას.
გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე (3 ვაკანსია)
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს;
** დაწინაურების პერსპექტივას;
** პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ გარემოს;
** დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე;
** ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს: ანაზღაურება - 1 სამუშაო 8 საათიანი ცვლის 45 ლარი (net) და 1% დღიური ნავაჭრიდან. თვეში საშუალოდ 22 სამუშაო დღე გამოდის და ხელფასი თვეში ბონუსიანად 1300 ლარზე მეტი. ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე ან გაიცემა ხელზე თვეში ერთხელ.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ერთი ვაკანსიაა 5/2 -ზე გრაფიკი, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისენებს. დღის ცვლა 12.00-20.00 საათამდე და ღამის ცვლა 20.00-04.00 საათამდე (ღამის საათებში თანამშრომელს მოემსახურება კორპორატიული ტაქსი კომპანიის ხარჯზე). ასევე მესამე ვაკანსიაა შერეული გრაფიკით 2 დღე და 2 ღამე მუშაობს, შემდგომ 3 დღე ისვენებს.
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება კვების ობიექტზე დელივერი მიმართულებით (გლოვოსთან და ვოლტთან პლანშეტებზე) მუშაობის სასურველია,
** სალარო აპარატზე მუშაობის მცირე გამოცდილება;
** დეტალებზე ყურადღება და დროის სწორედ გადანაწილება;
** მომხმარებელს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე [email protected]. აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება მოლარე-ადმინისტრატორი - ღამის ან დღის
გისურვებთ წარმატებებს! |