აღწერა
"GrowGrow" - პირველი ქართული გროუშოპი ამიერკავკასიაში სხვა და სხვა სარეალიზაციო ობიექტებზე, გაყიდვების ასამაღლებლად აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის დაინტერესება და მხარდაჭერა პროდუქციის შერჩევისას
** პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ორიენტირებულობა
** პროდუქციის განლაგება სტანდარტების შესაბამისად
** SHOW ROOM-ში გამართულ სისტემებსა და მათში მოყვანილ მცენარეებზე ზრუნვა
** პროდუქციის განახლებაზე ორიენტირებულობა, მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (შაბათ კვირის გარდა)
** 10:00-19:00 - 9 საათი (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას! |