სერვის მენეჯერი

აღწერა

შპს "GLOBAL AUTO IMPORT" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე. "გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც-ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან. დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობის აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ. ჩვენ ვეძებთ სერვის მენეჯერს, რომლის მოვალეობებში შედის: ** დაზიანებული ავტომობილის შეკეთების უზრუნველყოფა სხვადასხვა პარტნიორ სახელოსნოში. ** ავტომობილის ჩაბარების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის მოწესრიგება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ** ავტომობილის დაზიანების მიხედვით შესაბამის სპეციალისტებთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, განახლებული სტატუსების ინფორმაციის მიწოდება; ** ავტომობილის შეკეთებისათვის დაგეგმილი ვადების კონტროლი; ** კომპანიაში არსებული მომსახურების სერვისებისა და სხვადასხვა ბენეფიტების შესახებ მომხმარებლებთან ინფორმაციის გაზიარება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** ავტომობილის ტექნიკური ცოდნა; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; ** სასურველია საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68კმ. ანაზღაურება: 1500 (ნეტ) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სერვის მენეჯერი მენეჯერი. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვის მენეჯერი
აბანოთუბანი გრუფი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

სერვის მენეჯერი
GLOBAL AUTO IMPORT
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სერვის ლაბ
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 2 დღეში

პროექტის მენეჯერი
ჯორჯიან სერვის გრუპი 2007
თბილისი 1800₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Global Auto Import
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო