აღწერა
კომპანია "ლესე" არსებული და ახალი ფილიალებისთვის კონსულტანტებს ეძებს. ლესეს მეგობრული გუნდი გელოდებათ, თუ:
** გაინტერესებთ დანები, სალაშქრო აღჭურვილობა და აქსესუარები;
** ფიქრობთ რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია კარგად შეგიძლიათ;
** ხართ მოწესრიგებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (მაღაზიის შემთხვევაში, 11:00-დან 20:00-მდე, კვირაში 2 დღე დასვენება. სტენდის შემთხვევაში - შეთანხმებით)
ხელფასი: 1000 ლარიდან (მზარდი)
სამუშაო ადგილი: საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში/სტენდზე წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების - უპირატესობების, ბრენდების, ფლობის და მოვლის ტექნიკების შესწავლა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საჭიროებების გაგება, პროდუქტის ეფექტურად წარდგენა და დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მარაგების კონტროლი/აღწერა;
** მაღაზიის ვიზუალური მხარის და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] |