აღწერა

"აერო ჰენდლინგ ჯორჯიას" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მტვირთავის პოზიციაზე. პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" დაარსდა 2023 წლის დასაწყისში. იგი აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება, როგორც ქართულ, ისე, უცხოურ ავიაკომპანიებს. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** ანაზღაურება 900 - 1100 ლარი; ** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; ** კვებით უზრუნველყოფა; ** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა; ** სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა). სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ფუნქცია-მოვალეობები: ** საჰაერო ხომალდიდან ტვირთის გადმოტანა; ** ბარგის დახარისხება/განაწილება; ** საჰაერო ხომალდზე ბარგის განთავსება. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კონკურენტულ კომპანიაში მომუშავე კანდიდატების რეზიუმეების განხილვა არ მოხდება. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ . ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 006 223. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მტვირთავი
Vestel
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

მტვირთავი
ტექნო გლასი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

მტვირთავი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლი/მტვირთავი
Vestel
თბილისი 1078₾ დედლაინი: 2 კვირაში

მუშა/მტვირთავი
ამბარი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


აერო ჰენდლინგ ჯორჯია

ანაზღაურება


900₾ -1,100₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო